თეგებით ძიება
18. 09. 2020 News-ები

21-ე საუკუნეში, ადამინებს მათ ოჯახებთან ერთად არ უნდა უწევდეთ ცხოვრება ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში - ირმა ნადირაშვილი

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილი, რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ადგილობრივს შეხვდა.

ირმა ნადირაშილი დასახლებაში ხათუნა მოსიაშვილის ოჯახში იმყოფებოდა, რომელსაც მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემები აწუხებს, ბინის ქირის ვერ გადახდის გამო გადავიდა ახლობლის მიერ შეთავაზებულ ფართში, სადაც საცხოვრებლად გაუსაძლისი მდგომარეობაა, არ არის წყალი და ელექტრო ენერგია გადმოყვანილი აქვთ მეზობლისგან.

მისი თქმით არაერთხელ მიმართა ადგილობრივ ხეისუფლებას დახმარებისთვის მაგრამ უშედეგოდ

ირმა ნადირაშვილის განცხადებით - 21-ე საუკუნეში ადამიანებს მათ ოჯახებთან ერთად არ უნდა უწევდეთ ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრება.

„ეს არის რუსთავი, ჭყონდიდელის დასახლება, სამშვილდის ქუჩა, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ ქუჩაზე, 18 წლის ბავშვი დედასთან ერთად ცხოვრობს სახლში, სადაც არ აქვთ ელექტროენერგია, სადაც არ აქვთ გაზი, წყალი და საპირფარეშო.

ეს ერთი შეხედვით არის წარმოუდგენელი, თუმცა ეს ადამიანები ცხოვრობენ ასეთ პირობებში. ეს რომ არ იყოს ძალიან ხშირი პრობლემა, ეს რომ არ იყოს ძალიან ბევრი ადამიანის გასაჭირი, შესაძლოა ამხელა ყურადღება არ გაგვემახვილებინა, თუმცა საქმე იმაშია, რომ ეხლა. 21-ე საუკუნეში, ძალიან ბევრ ადამიანს უხდება ასეთ მძიმე ვითარებაში ყოფნა და მითუმეტეს, რომ ამ ქალბატონმა მიმართა არაერთ სამხახურს, არავისგან, მათ შორის რუსთავის მერიის მხრიდან, რეაგირება არ ყოფილა.“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა