თეგებით ძიება
18. 09. 2020 News-ები

ჯანმო: "მსოფლიო კორონავირუსამდელ მდგომარეობას 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდება"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, მსოფლიო ჯერ კიდევ პანდემიის საწყის ეტაპზეა და კორონავირუსამდელ ცხოვრებას მოსახლეობები შესაძლოა, 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდნენ.

ჯანმოს დირექტორის, ტედროს ადანომ გებრაიესუსის თქმით, სკოლები იმ შემთხვევაში თუ კოვიდ 19-ის მეორე ტალღა დიდ მასშტაბებს მიიღებს, უნდა დაიხუროს. UNICEF-ის მონაცემებით, დღეს სულ 800 მილიონზე მეტი ბავშვი სკოლაში ვერ დადის იმ საკარანტინო შეზღუდვების გამო, რაც თან ახლავს კორონავირუსს სხვადასხვა ქვეყანაში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში სულ 30 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული კორონავირუსით, რომელთაგან 950 941-მა ფატალურად დაასრულა სიცოცხლე. 22 057 450-მა კი დაამარცხა ინფექცია და უმრავლესი მათგანი სახლში გაიწერა. განსაკუთრებით მძმე ვითარებაა აშშ-ში, ინდოეთსა და ბრაზილიაში , სადაც ინფიცირებულთა რიცხვი 16 მილიონზე მეტ ადამიანს შეადგენს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ვირუსმა სიმძლავრე დაკარგა, რაზეც მეტყველებს ფატალური შემთხვევების მინიმალურ რაოდენობამდე შემცირება, რასაც ეპიდემიოლოგები იმითაც ხსნიან, რომ უმრავლესი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებება ვირუსის მართვა- მკურნალობა და ლოკალიზება სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით უფრო დახვეწეს და განავითარეს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა