თეგებით ძიება
18. 09. 2020 News-ები

ვინ მაწოდა რამიშვილს სატელიტიდან გადაღებული ფოტოები - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი კონკრეტულ პირს ასახელებს

ვინ მაწოდა მიხეილ რამიშვილს სატელიტიდან გადაღებული ფოტოები - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი კონკრეტულ პირს ასახელებს.

რამიშვილი ვინმე დავითს ტელეფონით დაუკავშირდა თელეკამერებთან ჰკითხა, არის თუ არა მზად, გამოძიების შეკითხვებზე პასუხი გასცეს.

"პროკურატურაში შევდივარ ბატონო დავით, თქვენს გვარს, სახელს, მონაცემებს მივცემ, დაგიკავშირდებათ პროკურატურა და გამოკითხვაზე დაგიბარებენ. ანუ მზად ხართ და ადასტურებთ, რომ ეს ფოტოები თქვენგან მივიღე", - მიმართა რამიშვილმა ვინმე დავითს სატელეფონო საუბრისას, რაზეც მოქალაქემ უპასუხა:

"კი ბატონო, მზად ვარ გავცე პასუხი. მე ამ საქმეს ახლა კი არა, უფრო ადრე ვიკვლევდი და შემიძლია ვუთხრა, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ დამედასტურებინა - ეს გოგონა არის მოკლული და ეს არ იყო თვითმკვლელობა", - თქვა მან ტელეფონზე საუბრისას.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა