თეგებით ძიება
18. 09. 2020 News-ები

ხელთუბანში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

სოფელ ხელთუბანში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. “ნიუპოსტის” კორესპონდნეტის ცნობით, შემთხვევის დილიდან მუშაობენ სამართალდამცველები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
ადგილობრივების თქმით, ყაჩაღობის ფაქტი გამთენიისას მოხდა, ბენზინგასამართ სადგურზე თავდასხმის შედეგად დაშავდა თუ არა ვინმე და კონკრეტულად რა თანხა წაიღეს ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა, სამართალდამცველები ამის შესახებ არ საუბრობენ.
შსს პრესსამსახურში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ -ის 179 მუხლის მეორე ნაწილის (ბ) ქვეპუნქტი დაწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა