თეგებით ძიება
18. 09. 2020 News-ები

“ერთიანი საქართველოს“ ახალი ინიციატივა - "პლაკატებს აღარ გავაკრავთ!“

„კარგად ვიცით საზოგადოების განწყობა შპალერის მსგავსად გაკრული პლაკატების მიმართ და ჩვენც ისევე გვაწუხებს, არჩევნების შემდეგ წლების მანძილზე გახუნებული და ჩამოუხსნელი პლაკატების ყურება ქალაქის მაშტაბით, როგორც დანარჩენ თანამოქალაქეებს“. - აცხადებს „ერთიანი საქართველოს“ შტაბის სპიკერი ბექა პეტრიაშვილი.

პარტიამ მიიღო ახალი ინიციატივა, რომ დედაქალაქის ქუჩებში აღარ გააკრავენ პლაკატებს და ამის ნაცვლად ფინანსურ რესურსს პროგრამების გავრცელებაში დახარჯავენ.

„ერთიანი საქართველოს“ საარჩევნო შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება უარი თქვას დედაქალაქის მაშტაბით პლაკატების გაკვრაზე. ამის საპირწონედ, ჩვენ გადავწყვიტეთ დავბეჭდოთ ძალიან დიდი რაოდენობით საარჩევნო პროგრამები და ჩვენი პარტიის „ნინო ბურჯანაძე ერთიანი საქართველოს“ აქტივისტები იზრუნებენ იმაზე, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლებას სახლში მიუტანონ ჩვენი მინი პროგრამები, რათა მოხდეს მოსახლეობის მაქსიმალურად საქმიანი ინფორმირება, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას და სხვა პარტიებსაც, რომ შემოგვიერთდნენ ამ ინიციატივაში და უარი თქვან ქალაქის იერსახის დამახინჯებაზე“. - აცხადებს „ერთიანი საქართველოს“ შტაბის სპიკერი ბექა პეტრიაშვილი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა