თეგებით ძიება
18. 09. 2020 News-ები

ქვეყნის მართვა არ იცით, ლარივით გაუფასურდით თქვენც - რომან გოცირიძე ხელისუფლებას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით უსმენენ, ლარის გაუფასურებასა და მასთან დაკავშირებულ მთელ ჯაჭვურ პრობლემებზე ისაუბრა.
„ამ მთავრობამ ქვეყნის მართვა რომ არ იცის, ეს გაიგო ყველამ. თუ რა მდგომარეობაშია ჩავარდნილი ქვეყანა, აჩვენებს ამ მთავრობის მართვის უნარს, მაგრამ ტელევიზორის პულტის მართვა ალბათ ეცოდინებათ და გადახვევის რეჟიმში დაყენებაც. ქალბატონო ნათია, გადაახვიეთ ერთი, სამი თვის წინ ამ დარბაზში ჩვენ მიერ თქვენდამი გაკეთებული გაფრთხილება და თქვენც გეხებათ ეს დეპუტატებს. გადაახვიეთ და ნახავთ, რომ გეუბნებოდით ეს პროგრამა ანტიკრიზისული კი არ არის, ეს პროგრამა ქვეყანას ჩააგდებს უკიდურეს კრიზისში. აი ამ მდგომარეობაში იმყოფება მთავრობის ხელშეწყობით ხალხი. 5 მლრდ, რომელიც გქონდათ ხელში და დრო, რომელიც ასევე არის ფული, რაში გამოიყენეთ ის პაუზა? ჯანდაცვის სექტორი იგივე მდგომარეობაშია, ეკონომიკური სექტორი დაქცეულია. სად წავიდა ეს ფული? წავიდა იმ ძველი ბიუჯეტის ხარჯების დასაფინანსებლად, რომელიც ერთი თეთრითაც კი არ შეგიკვეციათ თქვენი ნებით, დარჩა კორუფციული და თქვენს ბიზნესზე მორგებული ხარჯები, შეიკვეცა ის, რომლის დახარჯვაც არ შეგეძლოთ: მივლინებები - ვერ მიდიხართ, ჩაკეტილია, წარმომადგენლობით ხარჯები - ვერ ქეიფობთ, სტუმარი არ ჩამოდის. ეს ბიუჯეტი არის თავი და თავი იმ უბედურებისა, რომელმაც გამოიწვია ლარის ჩამოშლა. ქვეყანას არ აქვს ეროვნული ვალუტა. დღეს ლარი არის მართვით სუნთქვაზე. მართვითი სუნთქვის აპარატი არის ეროვნული ბანკი, ჟანგბადი არის ის ფული, რომელსაც ეროვნული ბანკი ინტევენციების სახით იყენებს. სხვა მექანიზმები არ არსებობს. არც ინვესტიციები, არც რაიმე უნარი, რომ ბიუჯეტში ხარჯები შეკვეცოთ იმიტომ, რომ ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ივანიშვილის გარემოცვისა და მისი ბიზნეს ინტერესებთან.

მიექანება დაღმართში მანქანა, რომლის მძღოლი ვერ მართვას საჭეს და არ უმუშავებს მუხრუჭები, ერთადერთი მუხრუჭი, ეს არის ხელის მუხრუჭი - მოწევ, მაგრამ მოწყდება და ხრამში გადავარდება. 45 დღე უნდა მართოს ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციებით. სხვა გამოსავალი არ არის, რომ მივიდეთ არჩევნების შედეგამდე და შემდეგ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან და გადავარჩინოთ ლარი, არ არის წუწუნის დრო, რომ ჩვენი ოქროს რეზერვები იფლანგება. იფლაგება კი არა, სხვა გამოსავალი რომ არ გაქვთ, სწორედ ეს არის უბედურება“,- განაცხადა გოცირიძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა