თეგებით ძიება
18. 09. 2020 News-ები

1,5 მილიონი ჭავჭავაძის განათებაში, 2-ჯერ დისკვალიფიცირებული კომპანია და ივანიშვილიების გვარი მომგებიან ბიზნებში - "ფლანგვის დეტექტორის" ხმაურიანი კვლევა

თბილისის მერია იმდენივეს ხარჯავს თბილისის სხვა ქუჩების განათებაში, რამდენსაც მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირზე - ამის შესახებ კვევა "ფლანგვის დეტექტორმა" ჩაატარა.



მათი ინფორმაციით, განათებაში “თბილსერვის ჯგუფი” “მონტაჟ ჯორჯიას” უხდის, რომელიც ტენდერიდან 2-ჯერ დისკვალიფიცირდა, მაგრამ მერე პირდაპირი შესყიდვა გაუფორმეს;

როგორც ირკვევა, “მონტაჟ ჯორჯიას” ერთი დამფუძნებელი პაატა სულაბერიძეა – შპს „ურეკი რეზიდენსის“ დირექტორი, რომლის მფლობელი 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი, 2017 წლიდან კი ბერა ივანიშვილია;

მეორე დამფუძნებელი დავით კახიანი “მონტაჟ ჯორჯიას” დაარსებამდე “ქართუ-ში”, მთვარი ენერგეტიკოსის პოზიციაზე მუშაობდა;

2012-2020 წლებში სახელმწიფომ “მონტაჟ ჯორჯიას” ჯამში 3,530,323 ლარის უტენდერო, პირდაპირი შესყიდვა გაუფორმა, აქედან 2 მილიონზე მეტი – ბოლო ორი წლის განმავლობაში.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა