თეგებით ძიება
21. 09. 2020 News-ები

თაკო მელიქიშვილი: ჩემს 4 წლის შვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს დაფინანსებას ველოდები...

მომღერალი და რადიოს წამყვანი თაკო მელიქიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მის 4 წლის შვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. შვილის მკურნალობისთვის საჭირო თანხას თაკო ჯანდაცვის სამინისტროსგან ელოდება.

„რაც შეეხება პრობლემას, ეს ჩემი 4 წლის შვილის ჯანმრთელობას ეხება და ძალიან პრობლემურია ჩემთვის. არ მინდოდა ამაზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ რადგან მკითხეთ, გეტყვით. გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ვცდილობ მოგვარებას. თურქეთშიც მყავდა, მაგრამ ახლა, უსახსრობის გამო შევწყვიტეთ. ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებას ველოდები, ჩემი ხარჯებით ვცადე ბავშვის მკურნალობის გაგრძელება, მაგრამ ვერ შევძელი. არადა, უწყვეტი თერაპია სჭირდება. ვცდილობ, არ შევიმჩნიო ნერვიულობა, სტრესი, შიში, განცდა, არ მინდა, ჩემი პრობლემა სხვებს მოვახვიო თავს და ამიტომაც არ ვსაუბრობ ამაზე“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა