თეგებით ძიება
21. 09. 2020 News-ები

ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტის სკანდალური განცხადება - “ZAG-ის ხელმძღვანელი აბრაჰამ რეიბახი ფულის გათეთრების მასშტაბურ სქემაში ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა“

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტის დავით ფურცხვანიძის განცხადებით, ბაჩალიაშვილმა საფრანგეთში სტაჟირება ისეთ სასწავლო დაწესებულებებში გაიარა, რომლებსაც სპეცსამსახურები აკონტროლებენ.
მისივე თქმით, კომპანია ZAG-ის ხელმძღვანელი აბრაჰამ რეიბახი ფულის გათეთრების მასშტაბურ სქემაში ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა:

„საქმე ეხება მასშტაბურ ფინანსურ თაღლითობას, ფულის გათეთრებას, რომელშიც გარეულია სამხრეთ კავკასია თავისი ყველა ქვეყნით და აქ საქართველოსაც უჭირავს გარკვეული როლი. ამ საქმეში ერთ-ერთი ძირითადი ფიგურანტი გახლავთ აბრაჰამ რეიხბახი, რომლის მიმართ ინტერესი 6-7 წლის წინ გაჩნდა და რაკი მას საქართველოში თავისი სტრუქტურები აქვს და კომპანია ZAG პირდაპირ არის მის სახელთან დაკავშირებული. თამარი იყო შეხებაში ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ინფორმაციებთან. თამარი გახლდათ ძალიან სერიოზული სპეციალისტი, მისი ძირითადი პროფილი გახლდათ ინფორმაციის სისტემატიზება, დალაგება და ანალიზისთვის გამზადება. ეს ინფორმაციები შეეხებოდა დიდ მონაცემთა სისტემებს, რაც სერიოზული ბერკეტია პერსონალური მონაცემების სიღრმისეული ანალიზისთვის“- აცხადებს ფურცხვანიძე.

შეგახსენებთ, რომ ფურცხვანიძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სატელიტური ფოტოები გაასაჯაროვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფოტოები მას სწორედ ფურცხვანიძემ გადასცა.

პროკურატურის მტკიცებით, ფოტოები ყალბია და რეალურ სურათს არ ასახავს

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა