თეგებით ძიება
21. 09. 2020 News-ები

“სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ქუთაისი იქნება ტექნოლოგიური განვითარების ავანგარდში" - გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ქუთაისში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად მიკრო სქემებისა და ჩიპების წარმოებას მოიაზრებს და მიაჩნია რომ ქუთაისი სულ მალე IT ქალაქი გახდება, რაც ახალგაზრდა თაობას მისცემს სრულიად სხვა დასაქმების შესაძლებლოებებს.

„ქუთაისი IT ქალაქი უნდა გახდეს. უნდა დაიწყოს მიკრო სქემების და ჩიპების წარმოება, რაც თანამედროვე განვითარებისთვის ძალიან დიდ შესაძლებლობას შექმნის. ჩვენთვის ძალიან ბევრ ცნობილ IT კომპანიებთან ერთად დავიწყებთ წარმოებას, რომელიც ახალგაზრდა თაობას მისცემს სრულიად სხვა დასაქმების შესაძლებლობას. ქუთაისი IT ქალაქი ნიშნავს იმ თანამედროვე პროდუქტების წამროებას, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოს მისცემს შესაძლებლობას რეგიონის ტექნოლოგიური ქვეყანა გახდეს. Microsoft, IPM, FACEBOOK Google და ა.შ მათი რეგიონალური ოფისები უნდა იყოს საქართველოში და მე პირობას გაძლევთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ჩვენ ვიქნებით ტექნოლოგიური განვითარების ავანგარდში. ქუთაისი IT ქალაქის სტატუს დაიმკვიდრებს" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა