თეგებით ძიება
24. 09. 2020 News-ები

თუ მშობელს სურს, ბავშვმა დისტანციურად ისწავლოს, შესაძლებლობა ექნება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-6 კლასის სკოლის მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახებში და ყველა ქალაქში სწავლის სხვადასხვა მოდელი შეირჩევა.

ამის შესახებ განცხადება განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმ გააკეთა. მისი თქმით მშობელს აქვს უფლება აირჩიოს მისთის სასურველი მოდელი თუ ურჩევნია, რომ ბავშვმა სწავლა დისტანციურად გააგრძელოს, მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ.

"სკოლები დაუკავშირდებიან მშობლებს, დარეგისტირდებიან და ეს უზრუნველყოფილი იქნება", - აღნიშნა მინისტრმა.

გორსა და ფოთში აქამდე დისტანციური ფორმატი იყო და პირველ ოქტომბერს ყველა მოსწავლეს ექნება საკლასო ოთახებში დაბრუნების საშუალება.

მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ სპეციალური საჭიროებების მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სკოლის ტერიტორიაზე შეხვდნენ სპეც მასწავლებელს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა