თეგებით ძიება
24. 09. 2020 News-ები

მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა, რადგან დახმარებოდა მრავალშვილიან დედას ოჯახის რჩენაში, გადმოვარდა და ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის

საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანი“ ავრცელებს განცხადებას, რომელსაც ნიუპოსტი უცვლელად გთავაზობთ:
23 წლის ბაჩანა გედავნიშვილი, რომელიც ახლა წესით უნდა სწავლობდეს და ცხოვრობდეს ჩვეულებრივი, ახალგაზრდული ცხოვრებით, გადმოვარდა მშენებლობის აივნიდან 2020 წლის 21 სექტემბერს, ღამის 10 საათზე. მიიყვანეს ალადაშვილის კლინიკაში, აქვს დაზიანებული გულის აორტა, რის გამოც გაუკეთეს გადაუდებელი ოპერაცია, აქვს მენჯისა და ყბის მოტეხილობა, თავი გატეხილი, ფილტვი და ნაღველი დაზიანებული, ასევე აღენიშნება მრავლობითი ტრავმა (დეტალური ინფორმაციებისათვის შეიქმნება ჯგუფი). აქედან ჩაუტარდა მხოლოდ გულის აორტის ოპერაცია, რაც 38000₾ დაჯდა, აქედან კი გადახდილია 25000₾ დანარჩენი თანხა გვაქვს დასაფარი - ეს მხოლოდ პირველი უკვე გაკეთებული, გადაუდებელი გულის ოპერაციის ხარჯებია. დანარჩენი ოპერაციების თანხები ჯერ-ჯერობით ჩვენთვის უცნობია. პალატა + აპარატი ერთი დღის ღირებულება 450 ლარია, ოჯახს ამ ყველაფრის საშუალება არ აქვს. ძალიან გთხოვთ, გადავურჩინოთ დედას შვილი. პატიოსანი შრომით ლუკმა პურის საშოვნელად გასული ბავშვები არ უნდა რჩებოდნენ ასეთ დროს მარტო, ბედის ანაბარა, დახმარების გარეშე. უმირჩილესად გთხოვთ, თითოეულ ადამიანს გულთან ახლოს მიიტანოთ ბაჩანა გედევანიშვილის ამბავი და მათი ოჯახის წევრების სატკივარი, მცირედით მაინც დავეხმაროთ ოჯახს, გავაზიაროთ პოსტი და ვილოცოთ მასზე. მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა, რადგან დახმარებოდა მრავალშვილიან დედას ოჯახის რჩენაში, ის შვილებიდან ყველაზე უფროსია და ოჯახში მამის როლს ასრულებდა, შესაბამისად 23 წლის ბიჭს ამხელა ტვირთი ჰქონდა აკიდებული, იყო კერძო სახლში მისული მშენებლობაზე მეორე სართულის აივნიდან, ფეხი აუსრიალდა და ჩამოვარდა, უცებ ყბა დაარტყა იმავე სართულზე გაითიშა და მოწყვეტილი მიწას მძიმედ დაენარცხა. უმორჩილესად გთხოვთ, თუ საშუალება გექნებათ, დაგვეხმარეთ

09 01 200 128 საქველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან.

დანიშნულებაში მიუთითეთ: ბაჩანა

საქართველოს ბანკის აპარტები

იურიდული პირი ან კომპანის ანგარში

იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით

საიდენტიფიკაციო კოდი:445473014

მიმღები : ააიპ იალქანი

საქართველოს ბანკი

#GE55BG0000000588221400

თიბისი ბანკი:

#GE12TB7990736080100007

$-დოლარში

#GE94TB7990736180100002

ტელეფონი 599 33 01 14

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა