თეგებით ძიება
24. 09. 2020 News-ები

ბესო დანელია: "ნინო ბურჯანაძეს სამეგრელოში დიდი მხარდაჭერა აქვს“

„ზუგდიდელებთან შეხვედრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. იმ მოცემულობაში, როდესაც ქვეყანაში ცალკე პანდემია მძვინვარებს და ცალკე სუსი და ხელისუფლებისაგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მოქალაქეთა დაშინებამ მასიური ხასიათი მიიღო, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერები საკმაოდ კარგად იყვნენ წარმოდგენილი“. - განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა ბესო დანელიამ.
მისი განცხადებით, ზუგდიდში მოსახლეობასთან საუბარი არა მხოლოდ ადგილობრივთა პრობლემებს შეეხოო, არამედ ამომრჩეველს „ერთიანი საქართველოს“ ეკონომიკურ-პოლიტიკური და რეგიონის განვითარების ხედვები გააცნეს. როგორც ბესო დანელიამ განაცხადა, ზუგდიდში და მთელს სამეგრელოში „ერთიან საქართველოს“ და ნინო ბურჯანაძეს ყოველთვის სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდა და ბოლო შეხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს მხარდაჭერა დღითიდღე იზრდება.

„დარწმუნებული ვარ, 2020-წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო სწორედ იმ შედეგს დადებს, რომლის საფუძველზეც სოლიდურად იქნება ჩვენი პოლიტიკური ძალა წარმოდგენილი კოალიციურ მთავრობაში. ჩვენი მოქალაქეები ძალზედ კარგად აცნობიერებენ, რომ ექსპერიმენტების და უვიცი პოლიტიკოსების დრო აღარ არის და ქვეყანა სასიცოცხლოდ საჭიროებს გამოცდილ , უმაღლესი დონის პოლიტიკურ ლიდერს და პროფესიონალთა გუნდს ,რომელსაც შეუძლია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა და მისი წინსვლის და დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფა.“- განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა ბესო დანელიამ.

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა