თეგებით ძიება
24. 09. 2020 News-ები

გამოსავალი არის 3: დაბალი გადასახადები, ნაკლები ბიუროკრატია მიუკერძოებელი სასამართლო - ზურაბ ჭიაბერაშვილი

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, დღეს ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი არის შედეგი ივანიშვილის ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის, რასაც დაემატა კორონაკრიზისის არაეფექტური მართვა.

ჭიაბერაშვილის თქმით, ამ კრიზისიდან გამოსავალი არის ნაკლები გადასახადები, ნაკლები ბიუროკრატია, თავისუფალი სასამართლო, სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწის ხალხისათვის გადაცემა და ქალაქებისათვის რეალური თვითმმართველობის მინიჭება. ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპულ საქართველოს აქვს გეგმა, რომელიც მოახდენს გარდამტეხ ცვლილებებს

"ჩვენ 8 წლის განმავლობაში ვხედავთ ეკონომიკის და შესაბამისად, ლარის დასუსტებას მაღალი გადასახადებით, ზედმეტი ბიუროკრატიითა და რეგულაციებით. შესაბამისად, აქედან გამოსავალი არის 3: ეს არის დაბალი გადასახადები, ნაკლები ბიუროკრატია და რეგულაციები, ასევე მიუკერძოებელი სასამართლო, ოღონდ ეს ყველაფერი რომ განხორციელდეს და ამან გარდამტეხი ეკონომიკური და სოციალური ცვლილებები მოიტანოს ჩვენს ქვეყანაში, სჭირდება გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილება 31 ოქტომბერს, რომელიც აუცილებლად მოხდება" -განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშილმა

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა