თეგებით ძიება
24. 09. 2020 News-ები

„არანაირი იმედი და ნდობა არ მაქვს, რომ ზალკანიანი დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, პირიქით მან შეიძლება ტერიტორიები გაყიდოს" - გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ აზეირბაიჯანი საქართველოს მშვიდობიანი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა საქართველომ თავისი ტერიტორიები უნდა დავიცვას, ამ საკითხში კი ნულოვან ნდობას უცხადებს პრემიერ მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. ვაშაძითვის გაურკვეველია თუ რამ გამოიწვია მოლაპარაკების პროცესის დაჩქარება და მიაჩნია, რომ ეს პროცესები საჯარო და გამჭვირვალე უნდა იყოს, რომელშიც პოლიტიკოსებიც უნდა იყონ ჩართული
„ ჩემთვის ნულოვანი ნდობის არის ზალკანიანის მიმართ და ჩემმა მტერმა ნუ ქნას, რომ ზალკანიანის იმედად იყოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვა. აქ საქმე შეეხება საქართველოს ტერიტორიებს, ჩვენს სიწმინდეებს და აქედან გამომდინარე დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ჩვენ და საზოგადოებრივი საბჭო, რომ გამჭვირვალე გახდეს ეს პროცესი. არანაირად არ ვენდობი ჩაფლავებულ გახარიას და მითუმეტეს ზალკანიანს. რამ დააჩქარა საერთოდ ეს მოლაპარაკება? დაუყოვნებლივ მოვითხოვ, რომ საჯარო და გამჭვირვალე გახდეს ეს პროცესი და ასევე მოვითხოვ დაუყოვნებლივ ჩაერთოს ძალიან ბევრი პირი, მათ შორის ჩვენ პოლიტიკოსები ამ საქმეში. უნდა ვიცოდეთ ჩვენი ტერიტორიები, რომ დაგვაკარგინონ თავისი ანტი-სახელმწიფოებრივი ქმედებებით მერე რას ვამბობთ?.ჩვენი ტერიტორიები უნდა დავიცვათ, რა თქმა უნდა აზეირბაიჯანი ჩვენი მშვიდობიანი და სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ. მე არანაირი იმედი და ნდობა არ მაქვს, რომ ზალკანიანი არის ის პირი, რომელიც დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, პირიქით მან შეიძლება ტერიტორიები გაყიდოს" - გიორგი ვაშაძე

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა