თეგებით ძიება
25. 09. 2020 News-ები

ოთარ კახიძე ვახტანგ გომელაურს ურჩევს, ჩაიხედოს საკუთარი უწყების ოფიციალურ სტატისტიკაში

ევროპული საქართველოს ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ოთარ კახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იკლო.

ოთარ კახიძის თქმით, მინისტრი ცდილობს უტიფრად შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში და ამაზე მეტყველებს უწყების ოფიციალური სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, ყველა სახის დანაშაულის რიცხვი გაზრდილია.

„შინაგან საქმეთა მინისტრს მე ვურჩევ, რომ ჩაიხედოს საკუთარი უწყების ოფიციალურ სტატისტიკაში და იქ ნახავს, რომ დანაშაული სიცოცხლის წინაარმდეგ, 900 შემთხვევიდან გაიზარდა 2300 შემთხვევამდე. დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ, 4600 დან გაიზარდა 11 000-მდე. დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, 13 000 დან გაიზარდა 25 000 -მდე. ეს წერია პოლიციის ოფიაციალურ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში და შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოება ასე უტიფრად არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში.

ევროპული საქართველო გარდამტეხ ცვლილებებს მოუტანს ქვეყანას, 31 ოქტომბრის შემდგომ, როდესაც ჩვენ შევამცირებთ კრიმინალს და ასეთი სახის ტყუილებს აღარ ვაკადრებთ საზოგადოებას. „ -განაცხადა ოთარ კახიძემ.

წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა