TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
"სტრატეგია აღმაშენებელი" მხარს უჭერს ხათუნა ლაგაზიძის კანდიდატურას საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტზე
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" მხარს უჭერს ხათუნა ლაგაზიძის კანდიდატურას საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტზე

    საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის დანიშვნის საკითხს პოლიტიკური პლატფორმა "სტრატეგია აღმაშენებელი" ეხმაურება. პარტიის სპიკერის თეონა აქუბარდიას თქმით, სტრატეგია აღმაშენებელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხარს ხათუნა ლაგაზიძეს უჭერს.

    „მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ფინანსდება ხალხისგან უნდა იყოს დამოუკიდებელი და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული ტელევიზია, რომელსაც ექნება მაღალი სანდოობა ხალხში. „სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდი მხარს ვუჭერთ ხათუნა ლაგაზიძის კანდიდატურას, რადგან მისი ხედვა გამომდინარეობს თანამედროვე უსაფრთხოების, განსაკუთრებით კი საინფორმაციო უსაფრთხოების გამოწვევებიდან და მისი დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესების უზუნველყოფისთვის.ამასთან, ჩვენ მას ვიცნობთ როგორც დამოუკიდებელ და კვალიფიციურ სპეციალისტს და მიგვაჩნია რომ დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს ესაჭიროება სწორედ ასეთი დამოუკიდებელი, კვალიფიციური და წარმატებული მენეჯერი" - თეონა აქუბარდია

    წყარო: Newposts.ge
    52 ნახვა
    25-09-2020, 07:25
    News-ები