თეგებით ძიება
25. 09. 2020 News-ები

ნაგვის მანქანებით აღფრთოვანებულ სამი წლის ბიჭს, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყვეს (ფოტო)

თუ გამხიარეულება გსურთ, გთავაზობთ სახალისო ისტორიას – დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა ტორონტოდან, გადაწყვიტეს მათი მეგობრის, სამი წლის ბიჭის გაოცება, რომელიც ნაგვის მანქანებით არის აღფრთოვანებული.

პატარა ვოლფგანგ რიდერს წელს დედამ უთხრა, რომ დაბადების დღეზე ძალიან მცირე რაოდენობით შეეძლება სტუმრების დაპატიჟება, რადგან მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს. ბავშვმა კი მაშინვე უპასუხა, რომ სურს თავის დაბადების დღეზე, მისი მეგობრები, დრუ და დი ჯეი დაპატიჟოს.

დრუ და დი ჯეი მართლაც ბიჭუნას კარგი მეგობრები არიან, ისინი ყოველთვის ჩერდებიან მის სახლთან, რათა გაესაუბრნონ და მისი ახალი სათამაშოები დაათვალიერონ. ბავშვის ბებიამ კი შესაბამის სამსახურს წერილი მისწერა და სთხოვა, დრუსა და დი ჯეის მისი შვილიშვილის დაბადების დღეზე ემუშავათ და მის სახლთან მისულიყვნენ. სამი კვირის განმავლობაში, მათ პასუხი არ მიუღიათ, მაგრამ ბავშვის დაბადების დღეზე სახლში დასუფთავების სამსახურის უფროსი მივიდა და ბავშვს განუცხადა, რომ მისთვის განსაკუთრებული სურპრიზი ჰქონდათ.

სამწუხაროდ, დი ჯეი შვებულებაში იყო, მაგრამ დრიუ ვოლფგანგის დაბადების დღეზე მივიდა და მასთან ერთად სხვებიც იმყოფებოდნენ. ბავშვს საჩუქრად სათამაშო მანქანები მიუტანეს და მასთან ერთად ითამაშეს კიდეც.







წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა