TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ღამურებთან დაკავშირებით განცხადებები სისულელეა, რა ამერიკელები, ინგლისური არ ვიცი - ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული ხვიჩა მღებრიშვილი პირველ კომეტარს აკეთებს
  • ღამურებთან დაკავშირებით განცხადებები სისულელეა, რა ამერიკელები, ინგლისური არ ვიცი - ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული ხვიჩა მღებრიშვილი პირველ კომეტარს აკეთებს

    ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი 86-დღიანი ტყვეობის შემდეგ დღეს გაათავისუფლეს.

    მისი თქმით, ცხინვალში პატიმრობაში ყოფნისას კარგად ექცეოდნენ.

    „არცევში მივდიოდი, ტელეფონზე მისმენდნენ, მელოდებოდნენ. სანამ შევიდოდი, დაახლოებით 100 მეტრში დამიჭირეს და ცხინვალში წამიყვანეს. კარგად მექცეოდნენ, პრობლემა არ მქონია. ღამურებთან დაკავშირებით განცხადებები სისულელეა. რა ლაბორატორია, ინგლისური არ ვიცი, რა ამერიკელები.

    ვნახე ქართველები, კარგად არიან, გამოსვლას ელოდებიან“,-განაცხადა ხვიჩა მღებრიშვილმა.

    წყარო: Newposts.ge
    184 ნახვა
    25-09-2020, 09:41
    News-ები