თეგებით ძიება
28. 09. 2020 News-ები

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 32-ე პაციენტი?

კორონავირუსით ინფიცირებული 32-ე პაციენტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი 57 წლის მამაკაცია, მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„ვაკვირდებით, რომ სიკვდილიანობა გაახალგაზრდავებულია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, დღეს კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში გარდაცვლილია 32.

ინფორმაციისთვის, დღეს კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 148 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფიცირების 5552 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 2054 გამოჯანმრთელებულია, 31 გარდაცვლილი.


წყარო:pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა