თეგებით ძიება
29. 09. 2020 News-ები

მოზარდი გაიტანა და ადგილიდან მიიმალა - რუსთავში 16 წლის გოგო, რომელიც ძაღლს ასეირნებდა, ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა

რუსთავში ავტომობილის დაჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მოზარდი ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა.
გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე დაიღუპა. როგორც მედიკოსებმა განახცადეს, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა მიღებული. მას ასევე დაზიანებული ჰქონდა თავის ტვინი. შემთხვევის შედეგად დაიღუპა გოგონას ძაღლიც.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა