თეგებით ძიება
29. 09. 2020 News-ები

მოქალაქეებმა შენობის დატოვება მოასწრეს - კოტე აფხაზოს ქუჩაზე ხანძარი ლიკვირიდებულია

კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე კაფე „ბლუმში“ ხანძარი ლიკვიდირებულია.

ამის შესახებ „ნიუპოსტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტირდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, მეხანძრე-მაშელებმა დროულად შეძლეს ხანძრის ლოკალიზება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ კოტე აფხაზის ქუჩაზე, N34-ში, ერთ-ერთ კვების ობიექტში იყო ხანძარი.

„ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა რვა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. შენობაში იყო ძლიერი დაკვამლიანება, ღია ცეცხლი და არსებობდა ხანძრის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე. მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა, მათ შენობის დატოვება მოასწრეს.

მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, მალევე მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება, რამაც შესაძლებელი გახადა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების თავიდან არიდება.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არის, მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“ - ნათქვამია განცხადებაში.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა