თეგებით ძიება
29. 09. 2020 News-ები

ხანძარი ელიავას ბაზრობაზე - დამწვარია 15-მდე მაღაზია

წუხელ, 3 საათისთვის ელიავას ბაზრობაზე მდებარე ერთ-ერთ ხის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. დამწვარია დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრის ფართობი.
ხის საამქროში გაჩენილი ცეცხლი მალევე 15-მდე მაღაზიას მოედო. ადგილზე 16 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე დილიდან იმყოფებიან მაღაზიის მეპატრონეები. მათი განცხადებით, ფართები დაზღვეულია და მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ.

ამ წუთებში ცეცხლი მთლიანად ლიკვიდირებულია. გილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა