თეგებით ძიება
29. 09. 2020 News-ები

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვუფრთხილდეთ ოპოზიციის ერთიანობას და ამავე დროს არ მოვიტყუოთ თავი და ვაჩვენეოთ განსხვავებები - ელენე ხოშტრია

ევროპულმა საქართველომ საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სია წარადგინა.

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის ვაკისა და საბურთალოს ოლქში, ელენე ხოშტარიას თქმით, გუნდში თითოეული წევრი იქნება კონკურენციაში არა სკამებისათვის, არამედ იმისათვის, რომ უკეთ ემსახურონ ხალხს.

ხოშტრაიამ აღნიშნა, რომ დღეს ოპოზიცია არის ერთიანი ერთი მიზნისთვის, რომ დაამარცხონ ბიძინა ივანიშვილი, თუმცა როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებამ დაინახოს ის განსხვავებები, რომლებიც თითოეულ პოლიტიკურ ძალას აქვს.

„ჩვენ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩავერთო იმ კონკურენციაში და ვიმოქმედოთ იმ პრინციპებით, რომელიც წარმოადგინა დავით ბაქრაძემ. კონკურენციაში არა იმისთვის, რომ მოვიპოვოთ სკამი, არამედ იმისთვის, რომ უკეთ ვემსახუროთ ხალხს. თქვენ იცით, რომ მე ვარ მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკის ოლქში და მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომლებიც მხარს მიჭერენ. თუმცა ჩვენ ვართ მრავალფეროვანი ოპოზიცია და ამ მრავალფეროვნების ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს და მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ყველა, მრავალფეროვანი საზოგადოების წარმომადგენელი იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. ამიტომ. ეს არის ის ამოცანა, რომელსაც ევროპული საქართველო სწორად და ხალხის ინტერესებით გაუძღვება.

მე მინდა მივმართო ქართულ ოცნებას. ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენმა წაგების შიშმა გადაგიყვანათ ქვების სროლაზე. ქვების სროლა ეს არის მხოლოდ შიშის და სასოწარკვეთის ნიშანი, მაგრამ ჩვენ ამით ვერ დაგვაშინებთ. თქვენ ეთამაშებით ცეცხლს, რადგან ადამიანი რომელიც შეიძლება ამისგან დაზარალდეს, არ აქვს მნიშვნელობა თუ ის რომელ პალიტიკურ პარტიას ეკუთვნის, ჩვენ ყველა ვართ ერთი ქვეყნის შვილები და არ არსებობს პოლიტიკური სკამი, რომელიც უფრო ძვირი ღირს ვიდრე ერთი ადამიანის ერთი წვეთი სისხლი, იქნება ეს სადახლოში, გლდანში თუ ბოლნისში. ამიტომ მე მოვუწოდებ ყველას, ჩვენ, ოპოზიციურ პარტიებს გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ ამ ქვებს არ შევყვეთ ძალადობაში და 31 ოქტომბერს ღირსეულად, მშვიდობიანად შევცვალოთ ეს ხელისუფლება.“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა