თეგებით ძიება
29. 09. 2020 News-ები

"მძღოლი ავტომობილიდან არ გადმოსულა, გზა განაგრძო"- ავარიის შედეგად გარდაცვლილი 16 წლის გოგონას ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს

რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული 16 წლის გოგონას ახლობლების ინფორმაციით ავარიის შემდეგ მძღოლი ავტომობილიდან არ გადმოსულა და გზა განაგრძო. მოგვიანებით კი შეატყობინეს,რომ გაჩერებული მანქანა იპოვეს და შიგნით არავინ იყო.
ოჯახი მძღოლის უმკაცრესად დასჯას ითხოვს:
„ჩვენი ინფორმაციით, მას [ფორდის მარკის ავტომანქანას] მოსდევდა პატრულის მანქანა. ავარიის შემდეგ მძღოლი ავტომობილიდან არ გადმოსულა, გზა განაგრძო. მოგვიანებით გვითხრეს, რომ მანქანა გაჩერებული იპოვეს, შიგნით უკვე არავინ იყო. ალბათ დამნაშავე ფეხით გაიქცა“, - ამბობენ ახლობლები.

ცნობისთვის, პოლიცია ფორდის მარკის ავტომობილსა და ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს.

შემთხვევა გუშინ საღამოს რუსთავში იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდი ძაღლს ქუჩაში ასეირნებდა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა