თეგებით ძიება
29. 09. 2020 News-ები

ძუძუთი კვება ჩვილს კორონავირუსისგან იცავს – ახალი კვლევა

ახალი კვლევის საფუძველზე ვრცელდება ვარაუდი, რომ ძუძუთი კვებამ ჩვილი შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირებისგან დაიცვას.

ჩინეთის ერთ–ერთი ლაბორატორიის მეცნიერებმა, აღმოაჩინეს რომ დედის რძე ორგანიზმში ვირუსის გავრცელებას ებრძვის და წყვეტს მას მაშინაც კი, როცა ბავშვს ანტისხეულები არ აქვს.

ასევე დაიდო დასკვნა, რომ დედის რძე გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ცხოველების რძე, ისეთების, როგორებიცაა თხა და ძროხა.

მკვლევარები ბეიჯინგის უნივერსიტეტიდან აცხადებენ, რომ მათი აღმოჩენა განამტკიცებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას, იმ შემთხვევაში თუ დედას კორონავირუსი დაუდგინდა, მან შვილის გამოკვება ბუნებრივი გზით მაინც უნდა განაგრძოს.

მეცნიერებმა ჩაატარეს შესაბამისი ექსპერიმენტები და დადეს დასკვნა, რომ დედის რძე იცავს უჯრედებს და ვირუსი მათში ვეღარ აღწევს.

სხვა კვლევაში, მეცნიერთა სხვა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ქალის რძემ, ცხოველის ორგანიზმი კორონავირუსისგან განკურნა.

აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი კვლევები გრძელდება.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა