თეგებით ძიება
29. 09. 2020 News-ები

"ჩემი მეხსიერება წყდება თაფლის საყიდლად რომ გავედით და მორჩა...ვეკითხები სად არიას ხატია არ დამიმალოთ-თქო..." - შატილის ავარიისას გადარჩენილი გოგონა

შატილის ტრაგედიას გადარჩენილი ერთ-ერთი პაციენტი ნატალია თხელიძეა, რომელიც ავარიის დღეს „ტვ პირველთან“ იხსენებს. ამბობს, რომ თაფლის საყიდლად გაჩერდნენ და ამის მერე აღარაფერი ახსოვს. თავის მეგობარ ხატიას კითხულობს. მასზე ნერვიულობს და ამბობს, რომ ორივე კარგად უნდა იყვნენ. მან ჯერ არ იცის, რომ მეგობარი საზარელ ავარიას ემსხვერპლა…

„თაფლის საყიდლად გავჩერდით, მანდ წყდება, აღარაფერი მახსოვს… მხოლოდ ის, რომ ქარი იყო, მაგრამ გზა არ მახსოვს. ვერ ვისადილეთ. გვინდოდა წამოვსულიყავით და ქვემოთ გვესადილა, სადმე რესტორანში…. ჩემი მეგობარი ხატია უნდა იყოს კარგად, როგორც – მე.

ძალიან ვნერვიულობ… ძალიან. რაც გონზე მოვედი, ჩემს ძმას ვეხვეწები, არაფერი დამიმალოთ-მეთქი, მპასუხობენ, რომ არაფერს მიმალავენ.

სახლში მინდა… მინდა, რომ ანალიზის პასუხი კარგი იყოს და ჩემს სახლში გამიშვან…” – ამბობს ნატალია თხელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა