თეგებით ძიება
29. 09. 2020 News-ები

102–კარატიანი თეთრი ბრილიანტი აუქციონზე 33 მილიონ დოლარად არის შეფასებული (ფოტო)

ჰონგ კონგის აუქციონზე მსოფლიოს უიშვიათესი ბრილიანტები გამოდის გასაყიდად, რომელთა ღირებულება 11 მილიონი აშშ დოლარიდან, 33 მილიონამდე მერყეობს.

102.39–კარატიანი თეთრი ბრილიანტი, რომელიც ზომით კვერცხის ხელაა, აუქციონზე 5 ოქტომბერს გამოვა.

მსგავსი ფერისა და მოცულობის მხოლიდ შვიდი ბრილიანტია აუქციონებზე გაყიდული.

მსოფლიოს ყველაზე დიდი ბრილიანტი 271–კარატიანი ქვაა, რომელიც 2018 წელს კანადის ერთ–ერთ პროვინციაში იქნა ნაპოვნი და მას ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდნენ.

მსოფლიო რეკორდი კი აუქციონზე ფასის მიხედვით გაყიდვაზე დამყარდა 2017 წელს, როცა 59,60–კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი 71.2 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა.










წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა