თეგებით ძიება
29. 09. 2020 News-ები

სომხეთის თავდაცვის უწყება: "არმია მტრის წინააღმდეგ იძულებული გახდება, ფართო რადიუსზე მოქმედი გამანადგურებელი შემტევი შეიარაღება გამოიყენოს"

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ შექმნილი ვითარების ფონზე თუ აღნიშნული მდგომარეობა შემდგომი დღეების განმავლობაში შენარჩუნდება, გამოიყენებენ შორს მოქმედ ფართო რადიუსის შემტევ შეიარაღებას- საუბარია ტაქტიკურ რაკეტებეზე, რომლებიც რამდენიმე ასეულ კილომეტრში ახორციელებს იერიშს.

„სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ შეიარაღებული ძალები იძულებული შეიქნება, გამოიყენოს დამრტყმელი საცეცხლე გამანადგურებელი საშუალებები და აგრეთვე ფართო რადიუსში ოპერირებადი სამხედრო ტექნიკა, რომელიც სამხედრო ტექნიკის, ცოცხალი ძალისა და უძრავი ობიექტების დიდ ფართოებზე განადგურებისთვისაა შექმნილი“. უწყება აღნიშნულ მუქარას იმით ხსნის, რომ აზერბაიჯანის არმია აქტიურად იყენებს ისეთ საბრძოლო შეიარაღებას, როგორიცაა 300მმ-იანი საარტილერიო დანადგარი სმერჩი- აღნიშნული სისტემა 90 კილომეტრის რადიუსში ისვრის 8 მეტრიან რაკეტებს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის შეიარაღებაში ფართოდაა წარმოდგენილი შორსმოქმედი ტაქტიკური ბალისტიკური სისტემები, რუსული წარმოების 9K720 Iskander -ისა და OTR-21 Tochka-ს სახით, რომელთა მოქმედების მანძილი 500 და 120 კილომეტრია. აგრეთვე ფლობენ მოძველებულ SCUD-ის ტიპის სისტემებს, რომლებიც სიღრმისეულ სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ 300 კილომეტრის რადიუსში

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა