თეგებით ძიება
29. 09. 2020 News-ები

მსოფლიო ბანკის კვლევა ”ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში საქართველოს განვლილ გზას, რეფორმებსა და პროგრესს ასახავს- ნათია თურნავა

მსოფლიო ბანკის ახლად გამოქვეყნებული კვლევა „ქართული ოცნების" მიერ გატარებული რეფორმების კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება და დასტურია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის კვლევის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2019" შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ზედიზედ მესამე წელია, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და კორუფციის კონტროლის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი, გამჭვირვალე და ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემო აქვს.

„ვუსწრებთ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. მთლიანობაში კვლევაში შეფასებულია 200-მდე ქვეყანა და მსოფლიოში 41-ე ადგილზე ვართ, ევროპაში კი ოცეულში შევდივართ. რაც შეეხება ჩვენს პოზიციებს რეგიონში, პირველი ადგილით უპირობო ლიდერები ვართ. შედარებისთვის, 2012 წელს კორუფციის კონტროლის მიხედვით საქართველო 62-ე ადგილზე იყო და ეს ასახავს იმ განვლილ გზას, იმ რეფორმებს, იმ პროგრესს, რაც საქართველომ „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში განიცადა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა