თეგებით ძიება
29. 09. 2020 News-ები

"ენმ"-ს წევრმა პერანგი შემოახია კომისიის წევრს - კობახიძე მარნეულის ინცინდენტზე

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მომხდარ დაპირისპირებას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ეხმაურება და მომხდარში ოპოზიციას ადანაშაულებს.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "რადიკალური ოპოზიცია" სიტუაციის გამწვავებას ცდილობს , მათ აქცია მოაწყვეს, სადაც უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ მმართველ გუნდს.

„მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას ნაც მოძრაობის წარმომადგებლებმა მოაწყვეს აქცია სადაც უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ მმართველ გუნდს და ამის მერე ერთ -ერთი წევრი ლაშა ქველაძე აპირებდა შენობაში შეჭრას, ამ დროს იყო ფიზიკური დაპირისპირება და ერთ-ერთ წარმომადგენელს პერანგი შემოახია"-კობახიძე.

მისივე თქმით, მომხდარის შესახებ და ზოგადად ასეთ ფაქტებს, უცხოურ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეატყობინებენ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა