თეგებით ძიება
29. 09. 2020 News-ები

სტოლტენბერგი გახარას: იმედი გვაქვს, საქართველოში არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება


ნატო ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ჯარების გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა:

ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს საკუთარი ჯარი“- თქვა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ "უფრო მეტი ნატოა საქართველოში და საქართველოც უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატო-ში".

"ვხედავთ საქართველო და ნატო კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ, ვიდრე ადრე და როგორც ვახსენეთ, უფრო მეტი ნატოა საქართველოში და საქართველოც უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატო-ში - ამბობს სტოლტენბერგი და აღნიშნავს, რომ შეხვედრის დროს აქცენტი გაკეთდა, საუბარი შავ ზღვაზე, საზღვაი პოტენციალის განვითარებაზე აქცენტი გავაკეთეთ შავი ზღვის რეგიონზე, საზღვაო პოტენციალის განვითარებაზე, საზღვაო ძალების გაძლიერებაზე, ნატო-ს და გაერთიანებული სამეფოს მხრიდან მხარდაჭერაზე და ასევე, სასაზღვრო ძალების გაძლიერებაზე. ასევე ვაღიარებთ და შეხვედრისას ვახსენეთ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი საქართველოსთვის, ნატო-სთვის და ნატო-ს მოკავშირეებისთვის. ამიტომ, მივესალმებით ყველაფერს, რასაც ერთად გავაკეთებთ ამ მიმართულებით" - თქვა მან.

მან საპარლამენტო არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.

„იმედი გვაქვს, რომ საქართველოში არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება. ეს მნიშვნელოვანია ნატოსთვის და საქართველოსთვის,“- აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა