თეგებით ძიება
29. 09. 2020 News-ები

ხმაური მთაწმინდის საოლქო კომისიასთან - "ოცნების მხარდამჭერები საკბანძო თანამდებობებზე ინიშნებიან"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, მთაწმინდის საარჩევნო ოლქთან იმ სხდომის პარალელურად შეიკრიბნენ, სადაც საოლქო კომისიების თავმჯდომარეების და მოადგილეების დამტკიცება, ოპოზიციისგან ფარულად მიმდინარეობდა.

ოპოზიცია განმარტებებს ითხოვს, რატომ ირჩევენ საკვანძო თანამდებობზე, ოპოზიციისგან ფარულად კანდიდატებს და რატომ არიან ისინი მხოლოდ “ქართული ოცნების“ მხარდამჭერები.

ოპოზიცია სხდომას დღეს პროტესტის ნიშნად არ დაესწრო. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ვითარების განმუხტვას ცესკოს წარმომადგენელიც ცდილობდა.

"ენმ"-ს წარმომადგენლები თქმით, უკვე წინასწარ არის გადაწყვეტილი ვინ დაიკავებს საუბნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილეებისა და მდივნების თანამდებობებს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა