სასტიკი შურისძიება- ბაღის მასწავლებელმა კონკურენტის მოსაშორებლად ბავშვებს ფაფაში საწამლავი ჩაუყარა
საბავშვო ბაღის მასწავლებელს ჩინეთში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს იმის გამო, რომ მან 25 მცირეწლოვანი გამიზნულად მოწამლა, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. ვანგ იუნი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბავშვები ფაფის ჭამის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს- უკლებლივ ყველა მათგანს ჯანმრთელობის პრობლემები, თავბრუს ხვევა და გონების დაკარგვა აღენიშნებოდათ.
სამართალდამცავთა თქმით, მას შემდეგ რაც ვანგმა თანამშრომელთა იკამათა , შურისძიების მიზნით მის ბაღის აღსაზრდელებს სოდიუმის ნიტრატი გაურია საკვებში.აღნიშნული ინციდენტი 2019 წლის 27 მარტს მოხდა- ვანგს თავის თანამშრომელთან , სახელად სანთან ბაღის მოსწავლეთა აღსაზრდელ საკითხებზე განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს, რა დროსაც მათ ერთმანეთში იკამათეს, რის ფონზეც მან გაბრაზებულ მდგომაროებაში მყოფმა კოლეგის მოსწავლე ბავშვებს საწამლავი საკვებში ჩაუყარა.
მას შემდეგ რა ბავშვებმა ზემოხსენებული საუზმე მიირთვეს, 23 მათგანს ეგრევე აღენიშნებოდა ღებინება და გულის წასვლები. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა დამძიმდა-მისი სიცოცხლე საავადმყოფოში 10 თვის შემდეგ ფატალურად დასრულდა.
სასამართლომ დაკავებულის მიმართ კანონის უმკაცრესი ზომა გამოიყენა და ბოროტმოქმედს დაუნდობელი სისასტიკის გამოვლენის გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
წყარო:newposts.ge