თეგებით ძიება
29. 09. 2020 News-ები

ავტობანზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ავარიის შედეგად სოფელ შავშვებთან, ავტობანზე ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ.

ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა. საპატრულო პოლიცია ავტობანზე მოძრავ მძღოლებს შემოვლითი გზით სარგებლობისკენ მოუწოდებს.

ბოლო 1 თვეში აღნიშნულ ტერიტორიაზე ეს უკვე მეორე ავარიაა, რომელიც გარდაცვალებით დასრულდა.


წყარო:primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა