თეგებით ძიება
29. 09. 2020 News-ები

რა შემთხვევაშია პირბადის ტარება სახიფათო ადამიანისთვის - ინფექციონისტის განმარტება

რა შემთხვევაშია პირბადის ტარება სახიფათო ადამიანისთვის - განმრტება ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „იმედის დღეში“ გააკეტა.
მისი თქმით, არსებობს დაავადებები, რომლის დროსაც, შესაძლოა პირბადის ტარება რეკომენდირებული არ იყოს. ამის შესახებ ინფექციონისტმა ისაუბრა.

„პირბადე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე კარგი დაცვის საშუალება სხვადასხვა ვირუსისგან. პირბადის ხანგრძლივი გამოყენება (დახურულ სივრცეში და იქ სადაც ფიზიკური დისტანცია ვერ ხერხდება) არის უსაფრთხო.

მაგრამ არსებობს დაავადებები, (გულ-სისხლძარღვთა, ქრონიკული) როდესაც პირბადის გამოყენება შესაძლოა არ იყოს რეკომენდებული კონკრეტულად ამ პაციენტისთვის. ამის შეფასება უნდა მოხდეს ექიმის მიერ. ვისაც არ აქვს ქრონიკული, სერიოზული დაავადება, მისთვის პირბადე არის აბსოლუტურად უსაფრთხო“, – აცხადებს ინფექციონისტი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა