თეგებით ძიება
29. 09. 2020 News-ები

ჩინელი ჟურნალისტი, რომელიც საზოგადოებას კორონავირუსის შესახებ ყველაზე ადრე აფრთხილებდა მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ დატყვევებული იპოვეს

გაუჩინარებული ჩინელი ჟურნალისტი, რომელიც 2020 წლის თებერვალში მსოფლიოს აცნობებდა ქალაქ ვუჰანში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, აღმოაჩინეს, რომ თავის მშობლებთან ერთად კომუნისტური ხელისუფლების სრული მეთვალყურეობის ქვეშ სრულ იზოლაციაშ იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, მას უკრძალავენ შენობის დატოვებას, იგი მუდმივ კონტროლში იმყოფება პოლიციური ჯგუფების მხრიდან.

34 წლის ყოფილი ადვოკატი, ჩენ ქიუში მას შემდეგ გაქრა, რაც იგი იანვრის ბოლოს ვუჰანში ჩავიდა და ინტერნეტით აქტიურად დაიწყო იმაზე საუბარი რაც ხდებოდა- იგი კოვიდ 19-ის მასშტაბურ გავრცელებაზე საუბრობდა. ჩენის გაუჩინარებიდან თითქმის 8 თვის შემდეგ, მისმა ახლო მეგობარმა გამოავლინა დამოუკიდებელი რეპორტიორის ადგილსამყოფელი. მისი თქმით, სამოქალაქო ჟურნალისტი იმყოფება აღმოსავლეთ პროვინციის ქალაქ კინგდაოში, მკაცრი ზედამხედველობისა და დაკვირვების ქვეშ, სპეციალურად მოწყობილ რეზიდენციაში.

აღნიშნული ამბავი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილმა ჩინელმა ბიზნესმენმა პრეზიდენტ სი ძინპინს ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებული ზომებისა და გატარებული პოლიტიკის გამო ჯამბაზი უწოდა, რის შემდეგაც იგი 18 წლით პასუხისგებაში მისცეს. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ აღნიშნულმა ბიზნესმენმა შეუწყო ხელი ჩენის ადგილსამყოფელის გასაჯაროებას.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა