თეგებით ძიება
30. 09. 2020 News-ები

ანდერს ფოგ რასმუსენი: " ჩვენ არ მივცემთ რუსეთს საშუალებას, დაბლოკოს საქართველოს გზა ევროკავშირსა და ნატოში"

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ევროპული სახელმწიფოები არ მისცემენ რუსეთს შესაძლებლობას დაბლოკონ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისა და ნატოსკენ. მისი თქმით, არჩევნების პერიოდში რთული იქნება გარე ძალების ჩარევის მცდელობის თავიდან არიდება, თუმცა ეს ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს.

„სამხედრო სტანდარტები უკვე ძალზე მაღალია და შესაბამისობაში იმყოფება ნატოს სტანდართებთან. ძალზე ბევრია გაკეთებული აგრეთვე სამოქალაქო სექტორშიც იმისათვის, რათა საქართველო ნატოს სტანდარტებთან ყოფილიყო თავსებადობაში. თქვენ კარგ ნიადაგს ამზადებთ“ - აღნიშნა რასმუსენმა.

მან კონფერენციაზე თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება, გავლენა მოახდინოს საქართველოს არჩევანზე, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი. „საქართველოს მისწრაფებები, პროგრესული განვითარება და წინსვლა ევროკავშირისკენ თბილისისა და ბრიუსელის გადასაწყვეტია და არა კრემლის“ - განაცხადა რასმუსენმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა