თეგებით ძიება
30. 09. 2020 News-ები

ცენტრალური საარჩევნო კომისია არ უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიების კანონიერ ფარგლებში გახსნას- კორძაია

საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას წარმომადგენელ თამარ კორძაიას განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია არ უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიების კანონიერ ფარგლებში გახსნას.

"არაორგანიზებულობის მაგალითად საკმარისია ბათუმის 98- ე უბნის გახსნის ვიდეოკადრების ნახვა, თუ როგორ ექცევიან საარჩევნო კომისიის წევრებს მიკერძოებით, არ აძლევენ ინფორმაციას სხდომის მიმდინარეობის შესახებ.

გარდა ამისა, საარჩევნო კომისიის საქმიანობაში დამხმარე პერსონალის მონაწილეობა წარმოადგენს სრულიად თვითნებურ ხასიათს, რადგან ბუნდოვანია დამხმარე პერსონალის უფლება-მოვალეობები და მათთან გაფორმებული შრომის ხელშეკრულებები ალბათ, უნდა იყოს ღია და საზოგადოებისთვის ცნობილი.

დასასაბუთებლად საკმარისია იმ ფაქტების მოყვანა, რომელიც ჩამოწერილი გვაქვს.

პირველი - გუშინ მარნეულში ჟურნალისტის ცემა იყო გაგრძელება სწორედ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაკეთებული განცხადების, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს ადანაშაულებდა დამხმარე პერსონალის ცემაში. ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება. ამიტომ, ცენტრალური საარჩევნო კომისია უნდა ასრულებდეს საკუთარ უფლებამოსილებას, რადგან მისი ფუნქციაა არჩევნების მშვიდ და კანონიერ გარემოში ჩატარება.

ნებისმიერ პრობლემაზე, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიებში შეიქმნება პასუხისმგებელია ცენტარლური საარჩევნო კომისია“, - განაცხადა კორძაიამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა