თეგებით ძიება
01. 10. 2020 News-ები

“ამას არ უნდა ვწერდე, ალბათ ისევ გამლანძღავთ, მაგრამ სხვა გზა აღარ დამრჩა, დროა სიმართლე გაიგოთ…” – მაია ასათიანის ემოციური წერილი

ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ეთერში, შორენა ბეგაშვილის გადაცემაში „შორენას ეფექტში” მაია ასათიანი საუბრობს შვილის გარდაცვალების შემდეგ პერიოდზე.

„დღეს პირველად ვიტყვი, აქამდე არასდროს მითქვამს. ალბათ, დიდი რისხვა წამოვა, მაგრამ მე ეს გზა უკვე გავიარე.

ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ, ერთი კვირის შემდეგ, წამოდგომა შევძელი და სარკეში სრულიად სხვა ადამიანი მოჩანდა – ეს მე არ ვიყავი, რადიკალურად სხვა ადამიანი მიყურებდა, ვიყავი ჩონჩხი ყვითელი კანით, არ ვგავდი ადამიანს.

მე ჩემს სარკეში მიცვალებული დავინახე და ჩემს თავს ვუთხარი – არ უნდა მომკვდარიყავი, სანამ ცოცხალი ვიყავი.

ნუცას გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ, მე სრულიად ჭაღარამ, თეთრი თმით, ჩემს სტილისტს დავურეკე და თმების შესაღებად მეგობარმა და პროდიუსერმა წამიყვანა. მან სალონი დახურა, რათა არამკითხე ადამიანებს არ ვენახე…

ამის შემდეგ, დავურეკე ჩემს მეგობარ გუგა კუზანოვს და მასთან მივედი. გუგამაც იგივე გააკეთა – კლინიკიდან ყველა გაუშვა და ჩემს ჩამოწელილ სახეზე ბოტოქსი გამიკეთა. ახლა, ჩემზე იტყვიან გაგიჟდაო… როცა დედამ შედარებით მოწესრიგებული დამინახა და სავსე სახე ნახა, ოღონდ იგივე გაქვავებული მზერით, ცოტა შვება იგრძნო.

მას შემდეგ, ჩემს გარეგნობაში ბევრი რამ შევცვალე. ბუნებრივად, ერთი შავი გოგო ვარ, შავი თმით… მე ახლა ისევ ის ჯიუტი შავი გოგო ვარ, რომელიც იბრძვის… ბავშვობაში მინდოდა ქერა და ლამაზი ვყოფილიყავი. ახლა, ასეთი როლი მოვირგე. მაიას შვილი სადღაც ჰყავს… ყურადღება გარეგნობაზე გადავიტანე. სხვებს ვაჩვენებ, რომ კარგად გამოვიყურები და მჯერა, რომ ჩემი გოგო მიყურებს, ამიტომაც – დაე ვიყოთ ლამაზები.” – ამბობს მაია ასათიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა