თეგებით ძიება
01. 10. 2020 News-ები

"თოკით დააბეს და სასტიკად აწამეს" - ე.წ. კანონიერი ქურდის "კახა გალსკის" ბურუსით მოცული სიკვდილის და შესაძლო ვენდეტის გაუხმაურებელი დეტალები

რუსეთის ციხის საკანში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი კახაბერ ფარფალია, იგივე “კახა გალსკი” საქართველოში ჩამოასვენეს.
კახაბერ ფარფალიას შაბათს დაკრძალავენ. მანამდე კი, "ნიუპოსტს" გარდაცვლილის ახლობელმა გვამის დათვალიერების ვიდეო გამოუგზავნა, რომელიც მძიმე სანახავია, ამიტომ რედაქცია მისი გასაჯაროებისგან თავს იკავებს.

რაც შეუიარაღებელი თვალით ჩანს, სხეულზე არსებული წამებისა და ცემის კვალია.

აღნიშნული დაზიანებები ერთგვარ მტკიცებულებას წარმოადგენს კრიმინალური ავტირიტეტის ოჯახისთვის, რომ 45 წლის ფარფალია ციხეში მოკლეს და თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს.

ოჯახი სუიციდს კატეგორიულად გამორიცხავს და მომხდარს შურისძიებას უკავშირებს, თუმცა ვინ იძია შური გავლენიან ე.წ. ქურდზე, ამაზე საუბარი ჩვენს წყაროს არ სურს.

არაოფიციალური ინფორმაციით კი "კახა გალსკის" "მკვლელობა" გავლენიანი „კანონიერი ქურდის“ ნადირ სალიფოვის (ლოტუ გული) ლიკვიდაციის გაგრძელებაა.

„ხელები დალურჯებულ აქვს, ეტყობა, ცემამდე დააბეს. გულ-მკერდზე წამების კვალი ახლაც ეტყობა. ინსულტი დამართეს კაცს, შემდეგ კი თვითმკვლელობა გაითამაშეს, თვითმკვლელობის ვერსიას გამოვრიცხავთ“- აღნიშნავს "ნიუპოსტთან" ფარფალიას ახლობელი.

ცნობისთვის, „კახა გალსკი“ მოსკოვში 2018 წლის დეკემბერში დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, მას ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს.

როგორც აღვნიშნეთ, 45 წლის კახა ფარფალიას ქურდულ სამყაროში “კახა გალსკის” მეტსახელით იცნობენ. ცნობილია ისიც, რომ ბოლო პერიოდში მისი გავლენები საგრძნობლად გაიზარდა როგორც რუსეთში, ისე მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ფარფალია აკონტროლებდა ე.წ. ქურდულ “ობშიაკს”, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ივსებოდა. ის ჯანგველაძე-ონიანის გავლენიანი კლანის წამყვვანი წევრი იყო.

ხაზგასასმალია ერთი გარემოებაც - ფარფალიას კლანის ერთ-ერთი ლიდერი როვშან ჯანიევი 2016 წელს სტამბულში ჩაცხრილეს. მაშინვე ითქვა, რომ მკვლელობის დამკვეთი ნადირ სალიფოვი იყო.

ე.წ. კრიმინალურ წრეებში იციან, რომ სალიფოვზე შურისძიება ჯანიევის გარემოცვამ ჯანგველაძე-ონიანის კლანის მხარდაჭერით შეძლო. აქედან გამომდინარე, არ გამორიცხავენ, რომ კახა ფარფალიას სიკვდილი სალიფოვის გარემოცვას უკავშირდებოდეს.

ფარფალიას ვაკის საფლაოზე 3 ოქტომბერს დაკრძალავენ.



წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა