თეგებით ძიება
01. 10. 2020 News-ები

"თავად მიიყენა დაზიანებები" - საკრებულოს აგრესიული თავმჯდომარე ამბობს, რომ ჯეიჰუნ მუჰამედ ალიმ თვითდაზიანებები თავად მიიყენა

მარნეულის ინციდენტი - დაპირისპირებაში მონაწილე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ამ დრომდე არ დაუკითხავთ.
მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მომხდარშჭი "მთავარი არხის" ჟურნალისტებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ჯეიჰუნ მუჰამედ ალიმ თვითდაზიანებები თავად მიიყენა:
"ვის მივაყენე დაზიანებები? ეხლა მე შემიძლია თქვენ დაგაბრალოთ რომ თავში ჩამარტყით რაღაცა, სიმართლეა ეს? ეს არის პროვოკაცია რომ ჩემი სახელი ახსენოს ყველამ, თურმე ყველას ერთად ვურტყამდი მე და კადრიები არ არსებობს, მე შტაბში ვიყავი და ხმაურზე გამოვედი,.ჯეიჰუნი არ ქვია იმას? ბიჭებმა მთხრეს, რომ გარბოდა ფეხით და როგორც კი ღობეზე გადახტა, წამოწვა, ვითომდა ნაცემი იყო. ვერ გეტყვით, რა დაზიანებები აქვს, ექსპერტი არ ვარ. კადრევში ჩანს რომ მე ვაშველებ ხალხს და არსად არ ჩანს, რომ მე ვიღაცას ვურტყადი, ჩართული იყო კადრები, ტელეფონები და მაჩვენეთ ეს კადრები", -აღნიშნა გიორგაძემ.

მას კადრების ჩვენება შესთავაზეს თუმცა გიორგაძემ კადრების ნახვა არ ისურვა.

მარნეულის სკარებულოს თვმაჯოდმარის და მმართველი პარტიის საარჩვენო შატაბის ხელმძღვნელის გადაყენების მოთხოვნით ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა აქციები უკვე დაიწყეს.

შეგახსენებთ, მარნეულში 29 სექტემბერს თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, მთავარი არხის 4 თანამშრომელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს.

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა