თეგებით ძიება
01. 10. 2020 News-ები

ოპოზიციის წარმომადგენლის დაშინება და მუქარა სამხედრო პოლიციის თანამშრომელის მიერ - თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო პოლიციის თანამშრომელის საარჩევნო პროცესში ჩართვას კატეგორიულად უარყოფს.
ღარიბაშვილის უწყება სამხედრო პოლიციის თანამშრომელის მიერ ოპოზიციის წარმომადგენლის დაშინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასახ აბსურდსა და თავდაცვის ძალების რეპუტაციის დაზიანებისკენაა მიმართულ ქმედებას უწოდენს.
“გვსურს გამოვეხმაუროთ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისა და მათი პარტიული ტელევიზიის, „მთავარი არხის“ მხრიდან, საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ მორიგ ცილისმწამებლურ და აბსურდულ ბრალდებას, თითქოსდა სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ჩართული იყო საარჩევნო პროცესში და ცდილობდა ოპოზიციის წარმომადგენლის დაშინებას.

ბრალდებები სამხედრო პოლიციის პოლიტიზირებაზე არის სრულიად აბსურდული და თავდაცვის ძალების რეპუტაციის დაზიანებისკენ მიმართული. რაც შეეხება ფაქტს, სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამხედრო პოლიციის გამომძიებელსა და კონკრეტულ მოქალაქეს შორის ადგილი ჰქონდა საგზაო ინციდენტს და ამ ფონზე სიტყვიერ შელაპარაკებას. აღნიშნულ ფაქტზე შსს-ს მიერ დაწყებულია გამოძიება, რომელთანაც სამხედრო პოლიციის თანამშრომელი სრულად თანამშრომლობს. გამოძიების დასრულებამდე, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე ტიპის სპეკულაციები და ცილისწამება არის სრულიად მიუღებელი.“-აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა