თეგებით ძიება
01. 10. 2020 News-ები

ვის მოუწევს გაზის 2 თვის გადასახადის წინასწარ დაფარვა

რუსთავში ბიზნესოპერატორების ნაწილს კომპანია სოკარ ჯორჯია გაზისგან SMS შეტყობინება მიუვიდათ, რომლის მიხედვითაც კომპანია მათ მიმდინარე და მომავალი ერთი თვის გადასახადის წინასწარ დაფარსვას სთხოვდა.

ამ თემის გასარკვევად „ინფო რუსთავი“ სოკარგაზ ჯორჯას დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ შეტყობინებები აბონენტების ნაწილს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიუვიდათ.

„სემეკის მე-12 დადგენილებაში არის ეს ყველაფერი დაწერილი. წინასწარ გადახდას კომპანია იმ კომენრციულ აბონენტებს სთხოვს, რომლებიც არიან ან მეიჯარეები, ან ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაუფიქსირდათ უკანონო მოხმარება, ან გადასახადის ვადაგადაცილება ჰქონდათ, ასევე თუ მინიმუმ 5 თვის განმავლობაში გაზის მიწოდება იყო შეწყვეტილი აღნიშნულ ობიექტზე, სწორედ ამ შემთხვევებში მიუვიდათ მთელი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესოპერატორებს შეტყობინება, რომ უნდა დაფარონ წინსწრებით ორი თვის გადასახადი“,- განუცხადეს „ინფო რუსთავს“ კომპანია სოკარ ჯორჯია გაზში.



წყარო: inforustavi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა