თეგებით ძიება
01. 10. 2020 News-ები

შემზარავი დანაშაული ლაგოდეხში: პოლიცია პედოფილიაში ბრალდებულ 58 წლის კაცს ეძებს – დაზარალებული 5 წლის ბავშვია

შემზარავი დანაშაული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - 5 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის, 58 წლის მამაკაცს სააპელაციო სასამართლომ, 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დღეს მიღებული გადაწყეტილებით გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც პედოფილიაში ბრალდებული უდანაშაულოდ იყო ცნობილი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პოლიცია მამაკაცის დასაკავებლად მის სახლში მივიდა, თუმცა მსჯავრდებული სამართალდამცავებს სახლში არ დახვდა.

აღმოჩნდა, რომ ბრალდებული განაჩენის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე მიიმალა. ამჟამად, მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

გამოძიების ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა, ძმის შვილიშვილის, 5 წლის ბავშვის მიმართ, სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა.

2019 წლის 5 ივლისს მამაკაცი სამართალდამცავებმა დააკავეს, თუმცა გამოძიების 9-თვიანი ვადის ამოწურვის გამო, ის გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლდა.


წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა