თეგებით ძიება
16. 10. 2020 სპორტი

კორონავირუსმა ქართულ რაგბშიც შეაღწია - "სიცხიანი მაინც ვარჯიშობდა, აღმოჩნდა, რომ covid 19-ი ჰქონდა"

კორონავირუსისი ქართულ რაგბში - ვირუსი "ლოკომოტივის" 1 და "იუნკერების" 2 მოთამაშეს დაუდასტურდა. "ლოკომოტივის" კიდევ 10 მორაგბე ტესტის პასუხს ელოდება.
მორაგბეები თვითიზოლაციაში არიან გადასულები. კორონავირუსის გამო გადაიდო "დიდი ათის" ორი შეხვედრაც, სადაც ამ ორ გუნდს უნდა ეთამაშა.

"7-ში ითამაშა, ყოჩაღბი ბიჭია, მაგრამ კარგად ვერ ითამაშა, მე ვუთხარი, რომ გასინჯულიყო. სიცხიანი მაინც ვარჯიშობდა, აღმოჩნდა, რომ კორონავირუსი ჰქონდა", - ამბობს "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი.

აღსანიშნნავია, რომ ინფიცირებულ მორაგბეებს შორის ეროვნული ნაკრების წევრები არ არიან.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა