თეგებით ძიება
16. 10. 2020 სპორტი

რუსთავის "ხარების“ რამდენიმე მოთამაშე თვითიზოლაციაში იმყოფება

სარაგბო გუნდ რუსთავის „ხარების“ რამდენიმე მოთამაშე თვითიზოლაციაში იმყოფება,თუმცა მათ სიმპტომები არ აღენიშნებათ.

,,ხარების“ მთავარი მწვრთნელის მამუკა მინდორაშვილის განცხადებით, 9 ოქტომბერს, რუსთავის „ხარებს“ თამაში ჰქონდა ,,ლოკომოტივთან“, რომლის ერთ-ერთ მორაგბეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

,,ინფიცირებულ მორაგბესთან უშუალო კონტაქტში მყოფი ჩვენი რამდენიმე მორაგბე გადასულია თვითიზოლაციაში. მათ ჯერჯერობით არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებათ. თვითიზოლაციაში მყოფებს ჩაუტარდებათ ტესტირება და თუ უარყოფითი პასუხი იქნება, შეურთდებიან გუნდის ვარჯიშს. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ შემდეგ კვირას ვეთამაშებით ,,აკადემიას“. დღევანდელი თამაში გადაიდო, რადგან ,,იუნკერების“ ორ მოთამაშესაც დაუდგინდა კორონავირუსი“, - აცხადებს მამუკა მინდორაშვილი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა