TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ნინო ბურჯანაძე გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშის შეხვდა
  • ნინო ბურჯანაძე გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშის შეხვდა

    „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე შეხვედრებს აგრძელებს საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან .
    პარტიის ლიდერი ამჯერად საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰუბერტ ქნირშის შეხვდა.


    საუბარმა საკმაოდ თბილ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა. შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული წინასარჩევნო გარემო იყო .

    ბატონი ელჩი დაინტერესდა პარტია „ერთიანი საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიით, თუ როგორ აფასებს ნინო ბურჯანაძე მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და რა არის მისი ძირითადი მესიჯი მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

    ნინო ბურჯანაძემ ბატონ ელჩს გააცნო საარჩევნოდ სამუშაო განრიგი, რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრის მიმდინარეობა და თავად ხალხის განწყობა, თუ რამდენად იმედგაცრუებულია საქართველოს მოსახლეობა, რამდემნად უიმედოდ და უმწეოდ გრძნობენ თავს და რამდენად ნიჰილისტურია მათი განწყობა პოლიტიკოსების მიმართ.

    შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ ასევე ხაზი გაუსვა იმ დაშინების მცდელობას, რომლებსაც ადგილი აქვს მოსახლეობასთან მიმართებაში, რადგან ხალხი არ მივიდეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრაზე. ნინო ბურჯანაძემ ასევე ისაუბრა საერთაშორისო დამკვირვებლების არჩევნებზე დასწრების აუცილებლობაზე და დასძინა, რომ ხელისუფლება შეეცდება არჩევნების შედეგის გაყალბებას.

    ბატონმა ელჩმა განაცხადა, რომ გერმანიის საელჩო მუშაობს, რათა საერთაშორისო დამკვირვებელთა რიცხვი გაიზარდოს.

    ნინო ბურჯანაძემ ამ ინიციატივისთვის ბატონ ელჩს მადლობა გადაუხადა.

    გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰუმბერტ ქნირშმა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს წარმატება უსურვა, თავისმხრივ ნინო ბურჯანაძემ ბატონ ელჩს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის და კეთილი სურვილებისთვის.



    წყარო:newposts.ge
    67 ნახვა
    16-10-2020, 08:26
    News-ები