TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ევროპულმა საქართველომ გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო 17 ოქტომბერს დაანონსებული მრავალათასიანი მარში გააუქმა
  • ევროპულმა საქართველომ გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო 17 ოქტომბერს დაანონსებული მრავალათასიანი მარში გააუქმა

    ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, ევროპულმა საქართველო, როგორც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ, გადაწყვიტა, რომ აქცია და მსველობა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისაკენ გააუქმოს.
    „ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ ყველა შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ქვეყანაში კორონავირუსუსის გავრცელების სტატისტიკას და ვხედავთ, რომ ვითარება ყოველდღიურად უფრო მძიმე ხდება. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ დახარჯა კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე უფრო ეფექტური საშუალება, ქვეყნის და ეკონომიკის სრული ჩაკეტვა და იზოლირება გაზაფხულზე, მაშინ როდესაც დღეში გვქონდა 25-30 შემთხვევა და დღეს, როდესაც დადგა მეორე ტალღა, დღეს როდესაც დღეში გვაქვს 800-900 შემთხვევა, ქვეყანა პრაქტიკულად მოუმზადებელია და ყველა ვხვდებით კორონავირუსის მეორე ტალღას უფრო გაღარიბებული მოსახლეობით, უკვე გაჩერებული ეკონომიკით და მოუმზადებელი ჯანდაცვით.


    ასეთ პირობებში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვეკისრება თითოეულ ჩვენგანს, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

    როგორც თქვენთვის ცნობილია, ევროპულ საქართველოს ხვალ დაგეგმილი ჰქონდა მრავალათასიანი აქცია თბილისში, რომელიც უნდა დასრულებულიყო პროტესტის მარშით და მარში დასრულდებოდა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან.

    შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს აქცია აღარ შედგეს და ამით შევიტანოთ ჩვენი წვლილი ჩვენი მოსახლეობის დაცვაში კორონავირუსისგან.

    ჩვენი საარჩევნო კამპანია გაგრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში, ჩვენ გვექნება შეხვედრებიც, აქციებიც, მაგრამ ეს ერთი კონკრეტული აქცია, იყო სრულიად განსხვავებული ფორმის და ფორმატის, რადგან ამ ერთ აქციაზე მოხდებოდა სხვადასვხა რაიონებიდან ათასობით ადამიანის თავშეყრა, რაც გაზრდიდა რისკს და მოხდებოდა მსვლელობა, რომლის დროსაც რთულია დისტანციის გაკონტროლება.

    აქედან გამომდინარე, ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანმა პარტიამ, რომელიც ოპოზიციიდან ვუფრთხილდებით მოსახლეობის ჯანმრთელობას და ვიზრუნებთ აუცილებლად მოსახლეობის ჯანმთელობაზე 1 ნოემბრიდანაც, გადავწყვიტეთ, რომ გავაუქმოთ ეს კონრეტული აქცია.“ - განაცხადა ბაქრაძემ.

    წყარო:newposts.ge
    68 ნახვა
    16-10-2020, 08:36
    News-ები