TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
თუ ვინმე იყენებს დავით გარეჯის თემას პოლიტიკური მანიპულაციისთვის, ეს არის ქართული ოცნება - ბაქრაძე
  • თუ ვინმე იყენებს დავით გარეჯის თემას პოლიტიკური მანიპულაციისთვის, ეს არის ქართული ოცნება - ბაქრაძე

    ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ეხმაურება.
    ბაქრაძის თქმით, თუკი ვინმე იყენებს ამ თემას პოლიტიკური მანიპულაციისთვის, ეს არის ქართული ოცნება. ბაქრაძის თქმით, ოცნება ამ თემით ცდილობს გადაფაროს ის ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, რაც ქვეყანაშია.


    „თუ ვინმე იყენებს დავით გარეჯის თემას პოლიტიკური მანიპულაციისთვის, ეს არის ქართული ოცნება და მთელი ეს საქმე, რომელიც არჩევნებამდე 1 თვით ადრე გაახსენდათ, ეს არის კლასიკური მაგალითი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეროვნული პრობლემის გამოყენებისა თანამდებობების და სკამების შესანარჩუნებლად.

    ქართული ოცნება, რომელმაც თურმე 2014 წლის შემდეგ იცოდა დარღვევებზე, დღეს 2020 წლის არჩევნებამდე 1 თვით ადრე ამ თემის წინ წამოწევით ცდილობს ჩვენ მოსახლეობაში გამოიწვიოს სრულიად ლეგიტიმუირ უკმაყოფილების და პროტესტის განცდა, რადგან დავით გარეჯი თითოეული ქართველისთვის არის სრულიად გამორჩეული კულტურული და ეროვნული იდენტობის ნაწილი და ამ თემას ჩვენთვის ყველასთვის ემოციურად, პოლიტიკურად, ადამიანურად მნიშვნელოვან თემას იყენებენ იმისთვის, რომ ამითი გადაფარონ ქვეყანაში არსებული პრობლემები, ეკონომიკური გაჭირვება, უკუსვლა და შიმშილი და კიდევ ერთხელ მიიღონ ერთი ვადით საკუთარი სავარძლები და გააგრძელონ ფულის კეთება და ქვეყნის ჭამა. ეს არის ამორალობა და საკითხის პოლიტიკური მიზნით გამოყენება.“ - აცხადებს ბაქრაძე.

    წყარო:newposts.ge
    76 ნახვა
    16-10-2020, 08:39
    News-ები